Belive

საუდის არაბეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით მესიმ განცხადება გაავრცელა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რატომ გაემგზავრა რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში:

,,მეგონა, რომ თამაშის შემდეგ დასვენების დღე გვექნებოდა, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა... ეს მოგზაურობა უკვე ორგანიზებული იყო და ვერ გავაუქმებდი, ერთხელ უკვე გაუქმებული მქონდა...

ბოდიშს ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს და ველოდები გავიგო, რა სურს კლუბს,'' - განაცხადა მესიმ.

მესი საუდის არაბეთში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიესა და დირექტორის, ლუიშ კამპუშის ნებართვის გარეშე გაემგზავრა. ფრანგული მედიის ცნობით, არგენტინელმა, რომელიც საუდის არაბეთის ტურისტული ელჩია, ქვეყანაში ვიზიტი აქამდე ორჯერ გააუქმა, ახლა კი იძულებული გახდა, რომ გამგზავრებულიყო.

როგორც ფრანგულ მედიაში დაიწერა, პარიზულმა გუნდმა არაბეთში გამგზავრების გამო, ლეოს ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები