Belive

სატრანსფერო რეკორდი - კაისედო კარიერას ჩელსიში გააგრძელებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსი" ინგლისის სატრანსფერო რეკორდის დამყარების ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატები" მოისეს კაისედოს სანაცვლოდ £115 მილიონს გადაიხდიან, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატება.

კაისედოსთვის გამართულ ბრძოლაში, "ლივერპულიც" აქტიურად იყო ჩართული - "მერსისაიდელები" ეკვადორელი ჩამშლელი ნახევარმცველის სანაცვლოდ £100 მილიონს იხდიდნენ, თუმცა, თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის გაგრძელება ლონდონურ კლუბში სურდა.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტისა და საფეხბურთო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, კაისედოს სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნულია. მისი წარმატებით გავლის შემდეგ, კი ინგლისის სარეკორდო ტრანსფერი გაოფიციალურდება. 

სხვა სტატიები