სასამართლოს გადაწყვეტილებით იუვენტუსს 10 ქულა დააკლეს
იტალიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით ,,იუვენტუსს'' 10 ქულა დააკლდა. ,,ბებერი ქალბატონები'' დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა.
იანვარში იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. ქულების დაკლების გამო, გუნდი სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. თუმცა, აპრილში ტურინელებს იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩამორთმეული ქულები დაუბრუნა და ალეგრის გუნდმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ,,იუვენტუსს” 59 ქულა გაუხდა და მე-7 ადგილზე გადავიდა.
🚨 BREAKING: Juventus have been docked 10 Serie A points and sent down to seventh place, as the Federal Court of Appeal gave its verdict on the capital gains case. pic.twitter.com/z35ZWz6o4C
— Football Talk (@FootballTalkHQ) May 22, 2023