Belive

სარის ულტიმატუმი წაუყენეს - ჩელსი ახალი მწვრთნელის ძიებაშია?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურისიო სარი შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაითხოვონ. წყაროს მტკიცებით, იტალიელ სპეციალისტს 3-მატჩიანი გამოსაცდელი ვადა აქვს - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული 3 მატჩის განმავლობაში "ჩელსი" ნეგატიურ შედეგს დააფიქსირებს, სარის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. მაურისიო სარის გათავისუფლების შემთხვევაში, "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის პოსტი დროებით შესაძლოა ჯანფრანკო ძოლამ ან ედი ნიუტონმა დაიკავონ.

სხვა სტატიები