Belive

სარაევო: "ჩვენი გულშემატკივრები არეულობის მოსაწყობად არ ჩამოსულან"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023/24 წლების სეზონის უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულმა ქუთაისის "ტორპედომ" ბოსნიურ "სარაევოსთან" ფრედ - 2:2 ითამაშა.

მატჩის წინ, ბოსნიური კლუბის ათეულობით გულშემატკივარი ქალაქში არეულობას ქმნიდა და ადგილობრივ გულშემატკივართან პროვოკაციის მოწყობის მცდელობით გამოირჩეოდა, რაც მატჩის დროს ტრიბუნაზეც გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, სამართალდამცავებმა მათ სტადიონის ტერიტორია დაატოვებინეს.

აღნიშნულ ფაქტს "სარაევოს" ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და საკუთარი გულშემატკივრები დაიცვა.

"გულშემატკივრები, რომლებიც 2500 კილომეტრს გადიან, პრობლემების შესაქმნელად კი არ მოდიან, არამედ იმისთვის, რომ თავიანთ გუნდს დაეხმარნონ და გამარჯვებამდე მიიყვანონ.

ჩვენმა გულშემატკივრებმა დღეს ქართული პოლიციის წარმოუდგენელი რეპრესიები გამოიარეს და თამაშის დაწყებამდე სტადიონიდან გააგდეს.

ფეხბურთს გულშემატკივრების გამო თამაშობენ!", - წერს საფეხბურთო კლუბ "სარაევოს" ოფიციალური გვერდი.

ქუთაისის “ტორპედოსა” და “სარაევოს” შორის საპასუხო მატჩი 20 ივლისს ბოსნიის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები