'საქართველოსთან ეს თამაში არ გვეყოფა' - რას ამბობენ უკრაინელები?
ერთა ლიგა საქართველომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხით დაიწყო, ხოლო უკრაინამ უნგრეთს მოუგო. 28 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება სწორედ უკრაინლებთან, ისევ საკუთარ მოედანზე გველის. ვილი სანიოლი უკვე გათავისუფლებულია და უკრაინასთან მატჩი პირველი იქნება რამაზ სვანაძესთვის, სადაც იგი მთავარი ნაკრების თავკაცად მოგვევლინება.
უნგრეთთან მატჩის შემდეგ, უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის რამდენიმე მოთამაშემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
შეგვიძლია ბევრად უკეთ ვითამაშოთ. უნგრეთთან მოგების მიუხედავად, ბევრი კომპონენტია გასაუმჯობესებელი. საქართველოსთან შეხვედრაში უფრო მეტი ორგანიზებულობა და ხასიათის გამოვლენა დაგვჭირდება - უკრაინის მწვრთნელია, ანდრეა მალდერა
ვიცით, რამდენად საშიშია საქართველო. მათ ჰყავთ მსოფლიო დონის შემტევები: ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. კონტრშეტევებზე საოცრად სწრაფად გადადიან, ასე რომ, დაცვაში მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. - უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი, გეორგი სუდაკოვი
გარდა უშალოდ ნაკრების წევრებისა, სოციალურ ქსელში კომენტარებს ტოვებენ უკრაინელებიც, რომლებიც, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის მიუხედავად, საქართველოს უფრთხიან.
უნგრეთთან თამაშით კმაყოფილი არავინაა. საქართველოსთან ასეთი ფეხბურთი არ გვეყოფა - მოედანზე ნამდვილი ბრძოლა და უკრაინული ხასიათია საჭირო.
თუ კვარაცხელიას და მიქაუტაძეს სივრცეები მივეცით, დაცვაში დიდი პრობლემები გვექნება. საქართველოს ნაკრებს ნახევარი მომენტიდანაც შეუძლია გოლის გატანა, ამიტომ პირველივე წუთებიდან პრესინგია საჭირო.
საქართველო ჩვენი მოძმე ერია და მოედნის მიღმა ყოველთვის მათ გვერდით ვართ. თუმცა მოედანზე 90 წუთით მეგობრობა უნდა დაივიწყოს ორივე მხარემ - ქულები ორივეს ჰაერივით გვჭირდება. - ვკითხულობთ გულშემატკივრების კომენტარებს სოციალურ ქსელში
ერთა ლიგის B დივიზიონის ჩვენს ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა 3 ქულით პირველ/მეორეზე არიან, ხოლო უნგრეთი და საქართველო - მესამე/მეოთხეზე. 3-ქულიანებმა ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოიგეს.