Belive

საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს სიმონ მარჩინიაკი განსჯის

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს. ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, საქართველო საბერძნეთს უმასპინძლებს. UEFA-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრის მთავარი არბიტრი პოლონელი სიმონ მარჩინიაკი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მარჩინიაკმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის იმსაჯა. მატჩს ხაზის მსაჯებად პაველ სოკოლნიჩკი და ტომას ლისტკიევიცი მოემსახურებიან.

საქართველომ ფინალში გასასვლელად ლუქსემბურგი, ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთი გაანადგურა (5:0).