Belive

"საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები" - ლუკა ლოჩოშვილი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საქართველოს სახელით გატანილი სადებიუტო გოლის ავტორი 32-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძე გახდა. 

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებმა, ლუკა ლოჩოშვილმა და ლაშა დვალმა:

მწვრთნელის დავალება იყო შეტევაში ჩართვა და მაღალ ბურთებზე აქტიურობა. რა თქმა უნდა, არ არის ჩემი პოზიცია, თუმცა როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ქვეყნისთვის ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. საქართველოს ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები. - ლუკა ლოჩოშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
საწყისი 20 წუთის განმავლობაში გაგვიჭირდა, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა რეალიზება ვერ შევძელით. ამან იქონია გავლენა შედეგზე. მიუხედავად ანგარიშისა, ყველამ იხილა, რომ არაფერი დავაკელით. თუმცა, მომენტებს გამოყენება უნდა. მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდა სტადიონზე, ქართველი ქომაგების ენერგია იგრძნობოდა. - ლაშა დვალი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი

ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰამბურგში გამართავს.

სხვა სტატიები