საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩებს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის სამი დებიუტანტია - დინამო ბათუმის მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული პოლისიას მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვაკური ტრნავის სპარტაკის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფეშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო).
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
საქართველოსა და უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, ხოლო უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირება 17 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.
nakrebi.ge