Belive

ევროპის ჩემპიონატის კალათები ცნობილია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს. მთავარი მატჩი თბილისში დინამო არენაზე ლუქსემბურგთან 21 მარტს არის ჩანიშნული, მეტოქის დამარცხების შემთხვევაში ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული შეგვხვდება, ეს შეხვედრა კი 26 მარტს უნდა შედგეს.

ჩვენი ნაკრები წარმატების მიღწევის შემთხვევაში აუცილებლად მეოთხე კალათაში მოხვდება, საიდანაც უკვე კენჭისყრით, ევროპის ჩემპიონატის საბოლოო ჯგუფური ეტაპი დაკომპლექტდება.

მეოთხე კალათაში ასევე მოხვდება A-ს და B-ს პლეიოფების გამარჯვებულები, ზუსტად ვინ იქნება და რომელი ნაკრებები დაუპირისპირდებიან A-დან და B-დან ამას ხვალ წილისყრით გავიგებთ. წილისყრაზე ასევე გვეცოდინება თუ სად გაიმართება ფინალური შეხვედრები.

სხვა სტატიები