საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგური მატჩები გამართა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, დასკვნითი ამხანაგური მატჩები ჩაატარა. ქართველები, ორივე შემთხვევაში, თბილისში სტუმრად მყოფ ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.
პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, სადაც საქართველომ მატჩის ბოლო წუთებზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეორე შეხვედრა კი დღეს ჩატარდა და ამ შემთხვევაში, ლატვიელებმა გამანადგურებელი ანგარიშით 2:6 მოგვიგეს. მატჩის შედეგი არ ასახავს თამაშის იმ მიდინარეობას, რომელიც იყო, თუმცა სტუმრებმა კარგად ისარგებლეს ჩვენი ნაკრების მიერ დაშვებული შეცდომებით.