საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა
საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.
B ლიგის მეორე ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა ჯგუფის მასპინძელი ბულგარეთი (1:0) დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ანასტასია ბუჩუკურმა გაიტანა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა გოგონათა ნაკრები 10 ოქტომბერს, ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. 13 ოქტომბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე სომხეთი იქნება. 2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თათია ფხაკაძე (ნორჩები), ნინო მეტრეველი (ნიკე-ლუსო)
მცველები: ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო), ლოლიტა კალოიანი (ვერე), მაია დავითაშვილი (რუსთავი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო დანელია (კოლხეთი ხობი)
ნახევარმცველები: ელენე თვალჭრელიძე (მართვე), ნინო გობაძე (თეთრიწყარო), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ნინიკო ჩხეტიანი (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ელენე მურადაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა მამულაშვილი (ახალგორი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი)
თავდამსხმელები: ანანო მიქაბერიძე (კვარტალი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ)