საქართველო ქალთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის ფავორიტ ბელარუსთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხი 2-ზე გამართა, სადაც ჩვენი ნაკრები 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 86-ე წუთზე ჯერ კარინა ალხოვიკმა გაიტანა, ხოლო მეორე გოლი ვიქტორია ვალიუკის ანგარიშზეა, რომელიც 90+2-ზე გავიდა.
ბელარუსი 15 ქულით ჯგუფის ფავორიტია, საქართველოს ნაკრებს კი 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებსა და ბელარუსს შორის პირველი შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით 3:0 დასრულდა და ზოგადადაც ბელარუსმა გარდა ამ მატჩისა ყველა შეხვედრა უგულო სამბურთიანი სხვაობით მოიგო.
ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში საქართველოს კონკურენტი გუნდების, კვიპროსისა და ლიეტუვის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს და იქ ანგარიში 1:1-ია.
მიმდინარე შედეგით ლიეტუვას 5 ქულა აქვს, ხოლო კვიპროსს 1.