საქართველო-ესპანეთის მატჩს ფრანგი არბიტრი განსჯის
საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალურ შეხვედრას ფრანგ არბიტრთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 35 წლის ფრანსუა ლეტექსიე იქნება, რომელიც მიმდინარე ევროზე ორი თამაშს წარუძღვა. ხორვატია-ალბანეთისა და დანია-სერბეთის დაპირისპირებებში, ლეტექსიემ 3 და 4 ყვითელი ბარათი ამოიღო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფრანსუამ 2023 წლის სუპერ თასიც იმსაჯა, რომელიც "სიტისა" და "სევილიას" შორის შედგა.
L’arbitre français François Letexier sera au sifflet du 8e de finale Espagne 🇪🇸 - Géorgie 🇬🇪| #Euro2024 pic.twitter.com/CNHo6jAPn0
— AFRICAFOOTUNITED_OFFICIEL (@africafootutd) June 28, 2024
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთმა ყველა მატჩი მოიგო, 9 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.