Belive

საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა თავი შვედეთის მეფეს შეადარა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოსთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, შვედეთის ნაკრების ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კიდევ ერთი ამბიციური ქმედებით გამოირჩა. ამჯერად, 39 წლის ფორვარდმა, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების ისტორიაში ყველაზე უხუცესი მოთამაშე გახდა, თავი თვით შვედეთის მეფეს, კარლ გუსტავ მეექვსეს შეადარა. "ჯვაროსნებთან" მატჩის მოგების შემდეგ, "მილანის" ფორვარდმა სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრიდან ფოტო განათავსა და აღწერაში სწორედ ასე დაწერა: "კარლ გუსტავ მეშვიდე", რაც იმას ნიშნავს, რომ იბრა საკუთარ თავს ტახტის მემკვიდრედ განიხილავს.

ადრე, ზლატანს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა სამეფო ტახტის მოპოვებას, რაზეც მან უპასუხა, იგი 20 წლის წინ უკვე მეფობდა და ახლა ქვეყანას ახალი მეფე მართავდა, თავად კი უკვე შვებულებაში იყო გასული...  

სხვა სტატიები