Belive

საქართველოს რკინიგზის მატარებლები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფერებში დაიბრენდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოში ჩასატარებელი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 50 დღე რჩება. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი პრესტიჟლი ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი საქართველოს რკინიგზა იქნება.

პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყანაში მოძრავი მატარებლები სწორედ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ბრენდირებით გაფორმდა.

კონკრეტულად, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ამ ქალაქებს შორის მოძრავი ჩქაროსნული მატარებლებზე გამოსახული 21-წლამდელთა ნაკრების პოტენციური წევრები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გულიაშვილი და სხვები იქნებიან.

ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტურნირის A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა 21 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები