Belive

საქართველოს რეკორდი - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა ორნიშნა ნიშნულს მიაღწია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა. შესაბამისად, ცვლილება შეეხო "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც. ახალგაზრდა ქართველი ვინგერის ფასი საფეხბურთო სააგენტომ 2,5-ით გაზარდა და ახლა ის 10 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდო მაჩვენებელია - 10 მილიონად Transfermarkt-ზე აქამდე მხოლოდ საბა კვირკველია იყო შეფასებული. აქვე გეტყვით, რომ შეიცვალა "როტორის" ცენტრალური მცველის ღირებულებაც - კვირკველია 2 მილიონით გაიაფდა და 3 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ხვიჩას შემდეგ ყველაზე ძვირად შეფასებული გიორგი ჩაკვეტაძეა - 6 მილიონი. სამწუხაროდ, "გენტის" 10-იანს უკვე დიდი ხანია არ უთამაშია.

სხვა სტატიები