Belive

საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, ლევან ბაჯელიძე გიორგი ჩხაიძემ შეცვალა. ​გიორგი ჩხაიძე ლანჩხუთის "გურიას" თავკაცია და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოახერხა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპამდე მისვლა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა გახლდათ. გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩაითვლით გაიმართება. "პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენს უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება, ვეცდებით ყველანაირად დღითიდღე მოვუმატოთ. მეტი ქულები დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად" - ციტირებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 51 წლის მწვრთნელის სიტყვებს.  

სხვა სტატიები