Belive

საქართველოს ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს აჯობა. სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართულ შეხვედრაში ქართველმა გოგონებმა მეტოქე - 3:2 დაამარცხეს. ამხანაგურ დაპირისპირებაში ანგარიში 27-წე წუთზე, თეონა ბაქრაძემ გახსნა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ნიგარ მიზარლიევის ავტოგოლით უპირატესობა ორამდე გაიზარდა. 65-ე წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, ეს აისუნ ალიევამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო, თუმცა 17 წუთში ანასტასია ბოლქვაძემ საქართველოს ნაკრები კვლავაც ორი ბურთით დააწინაურა. მატჩისთვის დამატებულ მეხუთე წუთზე აზერბაიჯანელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს მასპინძელთა კარის დალაშქვრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 3:2. მატჩის ბოლო გოლი აიშნა აჰმედოვას აქტივში იყო. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 14 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კვლავაც აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრები: გაბუნია - პასიკაშვილი (დანელია, 83), ჩხარტიშვილი, მატეევა, ჭიჭინაძე (ბოლქვაძე, 72), ბებია (ქადაგიშვილი, 83), ბაქრაძე (წოწერია, 89), კალანდია, სუთიძე, ხაბურძანია (ხარძიანი, 89), თოდაძე (კ). მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე.

სხვა სტატიები