Belive

საქართველოს ნაკრებმა VTB ბანკთან კონტრაქტი გაწყვიტა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, გენერალურ სპონსორ, VTB ბანკთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ეს პროცესი ხუთშაბათიდან დავიწყეთ და ეროვნული ლიგის პირველი ტურის წინ ყველა ბანერი, რომელიც სტადიონზე და მიმდებარე სივრცეში იყო განთავსებული, VTB ბანკის ბანერი ავიღეთ. ეს კომპანია ჩვენი სპონსორი აღარ იქნება. მარტის თამაშებისთვის, საქართველოს ნაკრების სპონსორი VTB ბანკი აღარ იქნება", - თქვა დავით მუჯირმა.
VTB ბანკი, რომელიც რუსული კომპანია გახლავთ, საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი გახლდათ.

სხვა სტატიები