Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მაროკოსთან მატჩისთვის ცნობილია 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 22 ფეხბურთელით დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში ორი დებიუტანტია: გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ლევან შენგელია და დავით ვოლკოვი დაბრუნდნენ.

საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი) 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი) 

საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირება 17 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები