Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის წინააღმდეგ ცნობილია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსს ესტუმრება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა დღევანდელი შეხვედრისთვის ასე გამოიყურება:

მამარდაშვილი - კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯერჯერობით ერთი მატჩი აქვს ჩატარებული - პირველ ტურში ,,ჯვაროსნებმა'' ნორვეგიას უმასპინძლეს და ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

სხვა სტატიები