Belive

საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან მატჩისთვის სკოპიეში ემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სკოპიეში გასამართი შეხვედრისთვის ეროვნული გუნდი უკვე მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ემზადება. საქართველოს ნაკრები სკოპიეში 7 ივნისს, ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. პირველი დღე სკოპიეში დასვენებას დაეთმო, 8 ივნისს კი ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩისთვის მოსამზადებელი პერიოდი განაახლა. 8 ივნისის დღის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მცირე თავისუფალი დრო ქალაქის დასათვალიერებლად და კულტურული ღირსშესანიშნაობების სანახავად გამოიყენეს, რის შემდეგაც ისინი სპორტულ დღის წესრიგს დაუბრუნდნენ და მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის გასამართად ემზადებიან.
No description available.
თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები სკოპიეში, ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშებს. სასიამოვნოა ის გარემოება, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი წიტაიშვილმა ტრავმა მოიშუშუა და ახლა უკვე ვილი სანილის განკარგულებაში 29 ფეხბურთელია. შესაძლოა, წიტაიშვილი ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მოედანზეც ვიხილოთ. სტადიონი, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა უნდა ივარჯიშოს, ხოლო 9 ივნისს პრინციპული დაპირისპირება გამართოს, 33 000 გულშემატკივარს იტევს და ოლიმპიური სტილისაა. რაც შეეხება ამინდს, სკოპიეში საკმაოდ ცხელა, თუმცა იმ დროისთვის, როცა საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში უნდა გამართოს, ჰაერის ტემპერატურად 22 გრადუსი და მოღრუბლული ამინდია ნავარაუდები.
Macedonia National Team Stadium - Toše Proeski Arena - Football Tripper
რაც შეეხება ატმოსფეროს, ამ მხრივ გუნდში პრობლემები ნამდვილად არ არის. პირიქით, საწყის ორ ტურში დაგროვებულმა 6-მა ქულამ ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია და ენერგია შესძინა, რაც მატჩის წინ უდავოდ ფსიქოლოგიური უპირატესობის გარანტია. თანაც მაშინ, როცა ჩრდ. მაკედონიამ პირველ ტურში ბულგარეთის წინააღმდეგ ქულა გადაარჩინა, მეორე მატჩში კი გიბრალტარს მხოლოდ - 2:0 აჯობა. მნიშვნელოვანია რომ, ქართული სპორტის ქომაგების გარკვეული ნაწილი, ჩრდ. მაკედონიაში უკვე იმყოფება და ისინი ფეხბურთელების გასამხნევებლად ემზადებიან, ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, ისინი ბულგარეთის ქალაქ ვარნადან სახმელეთო გზით მოემართებიან და ისევე, როგორც რაზგრადში, სკოპიეშიც ეროვნულ გუნდს 100-მდე ქომაგის გულმხურვალე გამხნევების იმედი უნდა ჰქონდეს.
No description available.
No description available.
სათქმელია ისიც, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები რთულ მატჩს ელიან და დაძაბულ ბრძოლას პროგნოზიურებენ. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა პროგრესი განიცადა, თავიანთი ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობით კი უკმაყოფილონი არიან. რაც შეეხება ქომაგთა მეორე ნაწილს, მათ თავისი ნაკრების მარტივი გამარჯვებისა სჯერათ. თუ რომელი მხარე აღმოჩნდება მართალი, ამას რამდენიმე საათში გავარკვევთ. იქამდე კი Live.ge სკოპიეში მუშაობას აგრძელებს და იმედი გვაქვს თქვენთვის წარმატებული სიახლეების შემოთავაზებას მოვახერხებთ...
No description available.

სხვა სტატიები