Belive

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა. ვლადიმირ ვაისის მომზადებულმა გუნდმა 94-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის თვეში ორი შეხვედრა ჩაატარა და არც ერთში არ დამარცხებულა. 5 სექტემბერს ქართველებმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩი სტამბოლში ჩაატარეს. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. რაც შეეხება ოფიციალურ დაპირისპირებას, ვაისის მომზადებულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში დანიის ნაკრებთან 0:0 ითამაშა. რაც შეეხება საერთო რეიტინგს, პირველ ადგილს კვლავ ბელგიის ნაკრები იკავებს. მეორე პოზიციაზე მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთია, ხოლო მესამე ადგილზე ბრაზილიის ნაკრებია. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ასე გამოიყურებიან: შვეიცარია მე-11 პოზიციას იკავებს. დანიის ნაკრები მე-14 ადგილზეა. ირლანდიელები 28-ე ადგილზე არიან, ხოლო გიბრალტარი 197-ე პოზიციაზეა. ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ბელარუსს შეხვდება. ბელარუსები FIFA-ს რეიტინგში ჩვენზე წინ, 82-ე პოზიციაზე არიან. რეიტინგის პირველი 20 ქვეყანა ასე გამოიყურება:
უსათაურო

სხვა სტატიები