Belive

საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 3 საფეხურით წინ წაიწია და 85-დან 82-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდს მსოფლიოს რეიტინგში 20.15 ქულა მოემატა და საერთო ჯამში 1276.21 დააგროვა, ამაზე დიდი პროგრესი კი მხოლოდ 11 ნაკრებს აქვს.
საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის ივნისის თვეში უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 12 გოლი გაიტანა, 2 გაუშვა და დაგროვილი 10 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს 2013 წლის (თებერვალი-მარტი, 69) შემდეგ საუკეთესო შედეგია. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს, "დინამო არენაზე", ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები