Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მარტში ორ მატჩს გამართავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მარტის თვეში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ბულგარეთისა და ლატვიის ნაკრებებს ამხანაგურად დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 22 და 26 მარტს გაიმართება. შეხვედრები ნეიტრალურ ლოკაციაზე შედგება და ამ მატჩებს თურქეთის ქალაქი ბელეკი უმასპინძლებს.

მატჩის ზუსტი დრო და რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მიმდინარე წლის ივნისის თვეში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მასპინძლობას, რომლის მასპინძელი ქვეყანაც რუმინეთთან ერთად სწორედ საქართველო იქნება. აღნიშნული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები