Belive

საქართველო - ბელარუსის მატჩის ახალი თარიღი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს გამართულ UEFA-ს ვიდეო-კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი ზუსტად 1 წლით გადაიდო. ცნობილი გახდა 26 მარტს “დინამო არენაზე”, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი შეხვედრის ბედიც – UEFA-ს ოფიციალური განცხადებით, მატჩი ივნისის პირველ რიცხვებში ჩატარდება. "ფეხბურთელების, სტაფისა და ფანების ჯანმრთელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. შევიმუშავეთ რამდებიმე წინადადება, რომლითაც ჩემპიონატები დასრულდება უსაფრთხოდ. ამაყი ვარ, ჩემი კოლეგების სწრაფი რეაგირებით ამ მძიმე მომენტში. მე დავინახე კოოპერაციის ნამდვილი სურვილი, რომ მიღებულიყო საუკეთესო არჩევანი რთული პრობლემის გადასაჭრელად," - განაცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ.

სხვა სტატიები