Belive

"საქართველო 20:0 მოგვიგებს..." - მონღოლი გულშემატკივრების გამოხმაურება სოციალურ ქსელში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რამდენიმე წუთის წინ 2 ნაკრების ვინაობა დაასახელა, რომლებსაც 2023 წელს შევხვდებით.

პირველი მეტოქე 25 მარტს მონღოლეთი იქნება, რომელსაც ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს.

ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაადასტურა.

მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის პოსტის ქვეშ, მონღოლი ფეხბურთის მოყვარულების კომენტარები იწერება.

"რატომ დავგეგმეთ ამათთან ამხანაგური მატჩი? 20:0 მოგვიგებენ".

"მოვიგებთ თუ წავაგებთ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ დიდ გამოცდილებას მივიღებთ. იმედია ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდ გამოცდილებას მიიღებენ".

"საბჭოთა კავშირის დროს "თბილისის დინამო" ჰყავდათ გუნდი. რამაზ შენგელია და ჩივაძე დაფრინავდნენ. 80-იანი წლების დასაწყისში მოიგეს თასების მფლობელთა თასი, ახლა კი არ ველოდი, რომ მსოფლიო რეიტინგში 78-ე იქნებოდნენ. ეს მატჩი ჩვენთვის იდეალური იქნება".

სხვა სტატიები