Belive

,,საფრანგეთმა შეწყვიტოს ტირილი'' - არგენტინელი ფანების პეტიცია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელი გულშემატკივრები ფრანგების პეტიციის საპასუხოდ (საფრანგეთში ,,კორუმპირებული'' მსაჯის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშება სურთ), ახალ პეტიციას - ,,საფრანგეთმა შეწყვიტოს წუწუნი'', აწერენ ხელს.

,,მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ფრანგებს წუწუნი არ შეუწყვიტავთ, არ აღიარებენ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და აღიარონ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მბაპე კი მისი შვილია,'' - წერია პეტიციაში, რომელსაც 250 ათასამდე ქომაგი აწერს ხელს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მატჩში დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები