Belive

საფრანგეთმა გრიზმანის გაუქმებული გოლის გამო FIFA-ს უჩივლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ანტუან გრიზმანის ტუნისთან გატანილი გოლის გაუქმების გამო FIFA-ს უჩივლა.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტუნისთან 1:0 დამარცხდა, თუმცა ჯგუფში მაინც პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება.

ფრანგებს დიდი შანსი ჰქონდათ იმისა, რომ ტუნისთან არ დამარცხებულიყვნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთზე ანტუან გრიზმანს გატანილი გოლი VAR-მა გაუუქმა. მიზეზი თამაშგარეა, თუმცა ფეხბურთის არანაირ წესში არ წერია, რომ ეს გოლი რაიმე მიზეზით გასაუქმებელი იყო.

ანტუან გრიზმანის გაუქმებული გოლი ტუნისთან

გრიზმანი თავდაპირველად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ბურთმა გრიზმანამდე არ მიაღწია და პირველი ბურთზე ტუნისელმა მცველმა ითამაშა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია:

"ჩვენ ვწერთ საჩივარს მას შემდეგ, რაც ანტუან გრიზმანის გოლი, ჩვენი აზრით, არასწორად იქნა გაუქმებული. ეს საჩივარი უნდა შევიტანოთ 24 საათის განმავლობაში."

სხვა სტატიები