Belive

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზიდანის შეურაცხყოფა არ აპატიეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ნოელ ლე გრე პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენა.

RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლე გრე პრეზიდენტის თანამდებობიდან აუდიტორული შემოწმების დასრულებამდე გათავისუფლდა, თუმცა ცხადია, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი დეშამთან გახანგრძლივებული კონტრაქტი და ზინედინ ზიდანის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აუდიტორული შემოწმების დასრულების შემდეგ, ნოელ ლე გრე პრეზიდენტის თანამდებობას დაუბრუნდეს. პრეზიდენტის მოვალეობას ფილიპ დიალო შეასრულებს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, ლე გრეს განცხადებას საფრანგეთში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერი - კილიან მბაპე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პრეზიდენტი ღიად გააკრიტიკა.

“არ მადარდებს. ზიდანს შეუძლია წავიდეს სადაც სურს. მას შეუძლია წავიდეს სადაც სურს – კლუბსა თუ ეროვნულ ნაკრებში. ზიდანს უამრავი მიმდევარი ჰყავს და ის ყოველთვის რადარზეა. ზოგიერთი მათგანი დეშამის წასვლას ელის, რათა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზიდანი იხილოს – ვერ ვხვდები, რატომ უნდა წავიდეს დეშამი?

ზიდანს არასდროს შევხვედრივარ, ჩვენ არ გვისაუბრია, რადგან დეშამთან დამშვიდობების მიზეზს ვერ ვხედავ. ზოგიერთი ჟურნალისტი უნდა შეიცვალოს, რადგან არ იციან რა დაწერონ და მხოლოდ ნეგატივზე არიან კონცენტრირებული.

შეეცადა ზიდანი ჩემთან დაკავშირებას? არა და რომც დაერეკა ტელეფონს არ ვუპასუხებდი. რისთვის მეპასუხა – რომ მეთქვა, რომ სხვა კლუბი ან ნაკრები მოეძებნა?”- ნოელ ლე გრე.

სხვა სტატიები