Belive

საფრანგეთის ნაკრები ბენზემას შემცვლელს არ გამოიძახებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ტრავმირებულ ქარიმ ბენზემას სხვა ფეხბურთელით არ ჩაანაცვლებს. ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა დაადასტურა:

ჟურნალისტი: ქარიმ ბენზემა შეიცვლება?

დეშამი: არა!

ჟურნალისტი: რატომ?

დეშამი: იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე.

ჟურნალისტი: ეყოფა გუნდს 25 ფეხბურთელი, რომელთაგან 7 შემტევია?

დეშამი: დიახ, ჩვენ შეტევაში 8 მოთამაშე გვყავს...


ბენზემას მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს. თავდაპირველად, ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ქარიმი ტრავმის გამო მხოლოდ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებდა, თუმცა დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

დეშამის გუნდმა ტრავმის გამო ერთი შემტევი უკვე დაკარგა – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ვერც კრისტოფერ ნკუნკუ დაეხმარება.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს

სხვა სტატიები