Belive

საფრანგეთის გულშემატკივრებს სურთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გადათამაშდეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც SPORT BIBLE იტობინება, დაახლოებით 200,000 ფრანგმა გულშემატკივარმა პეტიციას მოაწერა ხელი, რომლიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშებას მოითხოვს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არგენტინა პირველი ნახევრის შემდეგ, კომფორტული ორბურთიანი სხვაობით იგებდა შეხვედრას, თუმცა, მატჩის მიწურულს საქმეში კილიან მბაპე ჩაერთო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. ექსტრა ტაიმებში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც არგენტინა უკეთსი აღმოჩნდა და მუნდიალის გამარჯვებულიც სწორედ "ალბისელესტე" გახდა.

როგორც ჩანს, ფრანგი გულშემატკივრისთვის ეს მარცხი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ისინი თვლიან, რომ პირველ ტაიმში მათ წინააღმდეგ პენალტი უსამართლოდ დაიდო და FIFA-ს ფინალის გადათამაშებას სთხოვენ. მათ პეტიციაც კი შეადგინეს, სადაც წერია, რომ არბიტრები მოსყიდულნი იყვენენ, პენალტი არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პეტიციას დაახლოებით 200,000 ფრანგმა მოაწერა ხელი, ბუნებრივია, რომ ფინალი არ გადათამაშდება.

სხვა სტატიები