Belive

საფეხბურთო კარიერას კიდევ ერთი ლეგენდა ემშვიდობება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთს კიდევ ერთი ლეგენდა დააკლდა.  ლონდონის ჩელსის ყოფილმა თავდამსხმელმა, დიდიე დროგბამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. კოტ დივუარელი ფეხბურთელი 20 სეზონის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა. "ჩელსისთან" ერთად მან ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა. "არისტოკრატების" შემადგენლობაში 381 შეხვედრაში დროგბამ 164 ბურთის გატანა შეძლო. დროგბამ კარიერა 1998 წელს საფრანგეთის "ლიგა 1"-ში, კერძოდ "ლე მანსში" დაიწყო და MLS-ში, "ფინიქსის" შეამდგენლობაში დაასრულა. "ჩელსიში" ის 2004-12 წლებში ასპარეზობდა. ეროვნულ ნაკრებში მან 104 მატჩი ჩაატარა და 65 ბურთის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები