Belive

საფეხბურთო ასოციაციამ სადიო მანეს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ "ლივერპულის" სენეგალელი ვარსკვლავის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. "ლივერპული" "არსენალის" დაპირისპირების დროს, სადიო მანესა და სტეფან ლიხშტაინერს შორის მომხდარი ინციდენტი სოციალურ ქსელებში ვირუსივით გავრცელდა.
სწორედ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით იმსჯელა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა. გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო ასოციაციამ სადიო მანე გაამართლა და იგი არ დაისჯება. ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" უმასპინძლებს - სადიო მანე კი მერსისაიდელთა ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

სხვა სტატიები