Belive

სანტუში: ,,გადადის თუ არა რონალდუ ალ-ნასრში? არ ვიცი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ფერნანდუ სანტუშს, კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ-ნასრში'' შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს:

,,გადადის თუ არა რონალდუ ,,ალ-ნასრში''? არ ვიცი, მასთან ამის შესახებ არ მისაუბრია. ფეხბურთელებთან ვილაპარაკე, მაგრამ ამ თემაზე არა.

მისი გადაწყვეტილება მხოლოდ მისი საქმეა. კრიშტიანუ ბოლომდე ორიენტირებულია მსოფლიო ჩემპიონატსა და გუნდის დახმარებაზე,'' - განაცხადა სანტუშმა.

Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება ,,ალ-ნასრს'' (საუდის არაბეთი) სურს, რომელიც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს სთავაზობს.

სხვა სტატიები