Belive

სანტი კაზორლამ ჩავის გუნდთან შეთანხმებას მიაღწია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანტი კაზორლას ეპოქა "ვილიარეალში" დასრულდა. ესპანელმა ფეხბურთელმა "ეიბართან" გუნდის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ესპანელი ნახევარმცველი კარიერას ყატარში გააგრძელებს. სანტი ლეგენდარული ჩავის გაწვრთნილ "ალ სადში" გადავა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. "კაზორლასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ის მალე დოჰაში იქნება, რათა ყველა ფორმალობა გაიაროს და გუნდს შეუერთდეს. კეთილი იყოს შენი მობრძანება, სანტი!" - წერია "ალ სადის" განცხადებაში.

სანტი კაზორლამ "ვილიარეალში" 3 სხვადასხვა დროს ითამაშა. 35 წლის ესპანელმა "წყალქვეშა ნავების" მაისურით ჯამში 300 მატჩი ჩაატარა, სადაც 57-57 გოლი და ასისტი დაუგროვდა.    

სხვა სტატიები