Belive

სანიოლი: ,,პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა”

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საბერძნეთთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან კარგ ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხვდი, აქ მუშაობა მიხარია.

რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან არა, ამიტომ არის საჭირო მოთმინება.

მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს.

პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. მართალია ქოჩორა დიდი ხანი არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, წლებია ამ გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც შესანიშნავად კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა.” - ვილი სანიოლი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

წყარო: 1tv

სხვა სტატიები