Belive

სანიოლი: "გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა. gazzeta.gr-თან საუბარში ფრანგმა სპეციალისტმა ჩატარებული 3 მატჩი შეაფასა და საბერძნეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზეც ისაუბრა.
საბერძნეთთან თამაშსა და წინა შეხვედრებზე: "ვფიქრობ, რომ საბერძნეთი პირველ ტაიმში უკეთესი იყო. მეტოქეს 2-3 საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში პირიქით მოხდა, ჩვენი საერთო სურათი უფრო კარგი იყო. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ გავათანაბრეთ. ვფიქრობ, რომ ფრე ლოგიკურია, შედეგი კი სამართლიანი. საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თავს ბედნიერად ვგრძნობ. იღბლიანი ვარ, რომ ასეთი მენტალიტეტის ფეხბურთელები მყავს. მათ ამ 3 თამაშისთვის ყველაფერი გაიღეს. გუნდმა დისციპლინით ითამაშა, ხარისხი კი არამარტო დაცვაში, არამედ შეტევაშიც გამოაჩინა. ჩვენი მუშაობით კმაყოფილი ვარ. ხვიჩას შესახებ: "კვარაცხელია ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. მას მნიშვნელოვან ელემენტებზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ხვიჩა კარგი უნდა იყოს მატჩის 90 წუთის განმავლობაში. მან ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება. ჯგუფის მდგომარეობა: "ესპანეთსა და შვედეთს საუკეთესო სტარტი აქვთ. სხვა გუნდებისთვის მათი დაწევა რთული იქნება. თუმცა, წინ ბევრი მატჩია და ყველაფერი ბოლოს გაირკვევა."
gazzeta.gr წერს, რომ მათი მრავალი მცდელობის მიუხედავად, სანიოლმა ბერძენი ფეხბურთელების შესახებ კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა.
"მაპატიეთ, მაგრამ ინდივიდუალურად მათ შეფასებას არ ვაპირებ, რადგან მეტოქე გუნდის მოთამაშეების შესახებ არასდროს ვსაუბრობ. საბერძნეთს კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ქართველი ლეგიონერები საბერძნეთში: "ნიკა ნინუა და ბაჩანა არაბული 40-50-კაციან სიაში არიან. მათ დაკვირვებას ისეთი ყურადღებით გავაგრძელებ, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდი," - თქვა ვილი სანიოლმა.

სხვა სტატიები