დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო ცოტა ხნის წინ, Goal.com-მა საუკეთესო 19-წლამდე მოთამაშედ დაასახელა.
ინგლისელმა ტალანტმა დღევანდელი მიღწევის შემდეგ, ინგლისურ პრესასთან ისაუბრა.
"მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. ოჯახის წევრები ნამდვილად ამაყობენ ჩემით.ძალიან მინდა, რომ ოქროს ბურთი მოვიგო და დავემსგავსო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: მესი, რონალდუ, რონალდინიო და მოდრიჩი.ჩამოთვლილი ფეხბურთელები ყველა იმ ადამიანისთვის არიან მისაბაძები, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ," - თქვა ჯეიდონ სანჩომ.