Belive

,,სანამ ნორმანი რუსეთში თამაშობს, ნაკრებში დაბრუნების შანსი არ აქვს'' - ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტალე სოლბაკენს, საქართველოსთან მატჩის წინ ჰკითხეს, არსებობს თუ არა მის გუნდში მატიას ნორმანის დაბრუნების შანსი, რომელიც ,,როსტოვის'' ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში არენდით მოსკოვის ,,დინამოში'' თამაშობს:

,,სანამ რუსეთში ითამაშებს, ნორმანს ნაკრებში დაბრუნების არანაირი შანსი არ ექნება... შანსი არაა!,'' - სოლბაკენის სიტყვებს dagbladet.no ციტირებს.

ნორმანი მოსკოვის ,,დინამოში'' გასული წლის სექტემბერში გადავიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი ნახევარი წლის დაწყებული იყო.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელს ტრანსფერის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში თამაში მალევე აუკრძალა.

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები