ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩემთვის საფრანგეთი კვლავ ფავორიტია ამ ევროპის ჩემპიონატზე. ცუდი შედეგი უნგრეთის წინააღმდეგ ბუდაპეშტის სრულად სავსე სტადიონზე არ ცვლის არაფერს. მაგრამ მე მაწუხებს პორტუგალია. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ან ფრედ ვითამაშოთ, მაგრამ საფრანგეთს მეტი ძალა აქვს და დიახ, მე ვღელავ. თუ პორტუგალია წააგებს და ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ სამი ქულით დაასრულებს, მაშინ კალკულატორების მოძიება მოგვიწევს", - თქვა "განსაკუთრებულმა".პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 23 ივნისს, ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.