Belive

ტურნირებს, რომელშიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, უკრაინელები ბოიკოტს გამოუცხადებენ

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვადიმ გუტცაიტის თქმით, ტურნირებს, რომელშიც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, უკრაინელები ბოიკოტს გამოუცხადებენ:
,,ეს მიუღებელია! ამ ქვეყნების სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არც საკუთარი და არც ნეიტრალური დროშის ქვეშ არ შეუძლიათ, რადგან ისინი ჩუმად ეთანხმებიან უკრაინელების ხოცვას ან ამას მხარს ღიად უჭერენ. იმ შემთხვევაში თუ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას, უკრაინელები ამ ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. მსოფლიოს არ აქვს უფლება დაივიწყოს ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო,'' - განაცხადა გუტცაიტმა.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა, თუმცა რამდენიმე სახეობაში (მაგალითად ჩოგბურთში) რუსი სპორტსენები საერთაშორისო ტურნირებში ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.