Belive

რობერტო მანჩინი: "ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების მიერ ევრო 2020-ის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, რობერტო მანჩინიმ პენალტების სერიაში, ინგლისის ნაკრების დამარცხების და ტიტულის მოგების შემდეგ, პირველი ემოციები გამოხატა.
"ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ ბიჭები არაჩვეულებრივი იყვნენ. მათ შესახებ სასაუბროდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს შესანიშნავი გუნდია. ინგლისთან მარტივი თამაში არ გვქონდა და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამოცანის შესრულება კიდევ უფრო რთული გახდა. თუმცა, მოგვიანებით მოედანზე დომინირება დავიწყეთ. პენალტების შესრულების დროს ცოტა იღბალიც უნდა გქონდეთ და მე ნამდვილად ვწუხვარ, ინგლისელების გამო. ეს გუნდი ძალიან გაიზარდა, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია. ჩვენ ბედნიერები ვართ იტალიის ბედნიერების გამო. რაც შეეხება ჩემი და ჯანლუკა ვიალის (იტალიის ნაკრების კოორდინატორი) მეგობრობას, ის ყველა საზღვარს სცდება, რადგან ჩვენ "სამპდორია" გვაკავშირებს", -  თქვა 56 წლის სპეციალისტმა.
იტალიის ნაკრებმა ინგლისთან "უემბლიზე" გამართული ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 1:1 დაასრულა, ხოლო პენალტების სერიაში - 3:2 იმარჯვა და"სკუადრა აძურა" ვეროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.

სხვა სტატიები