Belive

პეპემ მეკარეს ის კუთხე უკარნახა, საითაც ბენზემა პენალტს დაარტყამდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ერთმანეთს პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები უპირისპირდებიან. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. "მამლებმა" გოლი კარიმ ბენზემას პენალტით გაიტანეს. თერთმეტმეტრიანის დარტყმის დროს კი სოციალურ ქსელში მომხმარებელმა საინტერესო რამ შენიშნა. ფრანგთა პენალტისას პეპემ მეკარეს ის კუთხე უკარნახა, საითაც ფიქრობდა, რომ ბენზემა დაარტყამდა. რუი პატრისიომ თანაგუნდელს არ დაუჯერა, არადა, პორტუგალიელმა მცველმა თერთმეტმეტრიანის მიმართულება გამოიცნო. აქვე შეგახსენებთ, რომ პეპე და კარიმი "რეალში" თანაგუნდელები იყვნენ.

სხვა სტატიები