Belive

სუარესი: ,,თუ ბრაზილიას მომავალი მუნდიალის მოგება სურს, მაშინ უნდა გააკეთოს ის, რაც არგენტინამ ლეოს გაუკეთა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,გრემიოს'' თავდამსხმელი, ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ნეიმარი, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს:

,,მჯერა, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მასთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ უნდა ეცადოს.

34 წლის იქნება? მესიმ 35 წლის ასაკში მიაღწია იმას, რაც სურდა. თუ ბრაზილიას მომავალი მუნდიალის მოგება სურს, მაშინ მათ უნდა გააკეთონ ის, რაც არგენტინამ ლეოს გაუკეთა: ათამაშონ 10 ფეხბურთელი, რომლებიც ნეიმარისთვის ირბენენ და იმუშავებენ,'' - განაცხადა სუარესმა.

გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხდა.

ნეიმარმა ტურნირი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა.

სხვა სტატიები