Belive

მბაპე პსჟ-ს ტოვებს? - მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა, კილიან მბაპემ მალე "პსჟ" დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი თავდამსხმელი კლუბის სამომავლო პერსპექტივას  ვერ ხედავს და ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილის შესახებ უკვე აცნობა. აღინიშნა ისიც, რომ მხარეებმა მოლაპარაკების პროცესში ხელშეკრულების გახანგრგრლივების შესახებაც ისაუბრეს, თუმცა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. 22 წლის ფორვარდის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე ძალაშია. ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" საუკეთესო ადგილია მისი კარიერული მომავლისთვის. მბაპე, რომლის ტრანსფერიც 2017 წლის ზაფხულში "მონაკოდან" "პსჟ-ში" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა და რომელშიც დედაქალაქელებმა 120 მილიონი ევრო გადაიხადეს, პარიზულ კლუბში სამჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ თასის გამარჯვბეული, ორჯერ ლიგის თასის მფლობელი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გახდა, 171 შეხვედრაში ითამაშა, 132 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები