Belive

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, მბაპემ ინტერვიუზე უარი მესამედ თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც პოლონეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შეხვედრის შემდეგ ინტერვიუზე ისევ უარი თქვა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლუდის კომპანია ,,ბუდვაიზერის'' სახელობისაა. კილიანს ალკოჰოლური სასმლის ბრენდის რეკლამირება არ სურს.

პირველი უარის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, მეორე შემთხვევაში კი 10 200 ევროთი დაჯარიმდა.

დღეს მბაპემ განაცხადა, რომ ჯარიმას თავად გადაიხდის: ,,პირადი გადაწყვეტილებების გამო, ჯარიმა ფედერაციამ არ უნდა გადაიხადოს.''

საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში პოლონეთს 3:1 მოუგო. მატჩში კილიანმა დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები