Belive

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა:

,,პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, ბევრი საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის უმაღლეს დონეზე დაყენება ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო.

ამისთვის ვიბრძოდი, ამ ოცნებისთვის ბევრი გავიღე. ბოლო 16 წლის განმავლობაში მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ყოველთვის დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვთამაშობდი და მილიონობით პორტუგალიელის დახმარებით, ბოლომდე ვიხარჯებოდით.

სამწუხაროდ, გუშინ ოცნება დასრულდა. უბრალოდ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, მაგრამ ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი ერთი წუთითაც არ შეცვლილა. მე ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ჩემი მეგობრებისთვისა და ქვეყნისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია.

ჯერჯერობით მეტი სათქმელი არ მაქვს. მადლობა პორტუგალიას! მადლობა კატარს! სიზმარი მშვენიერი იყო, სანამ გრძელდებოდა. ახლა ვიმედოვნოთ, რომ ქარიშხალი ჩაცხრება, რის შემდეგაც ყველა საკუთარ დასკვნებს გამოიტანს,'' - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა.

View this post on Instagram

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

სხვა სტატიები