კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ხსენებისას, თვალწინ ყველას მბზინვარე ყვითელი ფორმა წარმოგვიდგება, რომელიც უკვე წლებია “პენტაკამპეონებთან” ასოცირდება. აღნიშნული ფორმის გარდა, სამხრეთ ამერიკელები ლურჯი ფორმითაც ასპარეზობენ, რომელსაც ძირითადად გასვლით შეხვედრებში ირგებენ. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელმა ჟურნალისტმა ანდრე რიზეკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისტორიაში პირველად მათი ნაკრები მწვანე ფერის ფორმით იასპარეზებს. სამხრეთ ამერიკელები აღნიშნული მაისურით გულშემატკივრის წინაშე “არენა დე ამაზონიაზე” […]
მესი ბენზემას ნაცვლად – რეალის ფანებმა ალაბას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა. ფიფამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა არგენტინელ სუპერვარსკვლავს კონკურენციას ქარიმ ბენზემა და კილიან მბაპე უწევდნენ, თუმცა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული ლეო მესი გახდა. მადრიდის “რეალისა” და ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – დავიდ ალაბა, სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის […]
კომპანია ბეთლაივსა და სამ სპორტულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია „ბეთლაივი“ სამი სპორტული ფედერაციიის ოფიციალური სპონსორი გახდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, „ბეთლაივმა“ რაგბის კავშირთან, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერა ხელი, რაც საერთო პროექტებზე კოლაბორაციას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერასა და მედია ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. აღნიშნული შეთანხმებით, „ბეთლაივი“ ადასტურებს, რომ ქართული სპორტის ფინანსური და მედია მხარდაჭერა კომპანიის სტრატეგიის უცვლელი ნაწილია. […]
პელეს დაკრძალვის თარიღი და დეტალები ცნობილია
82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მისმა შვილმა, საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. 82 წლის ასაკში პელე კლინიკაში გარდაიცვალა ფეხბურთის ვარსკვალები პელეს ემშვიდობებიან პელეს უნიკალური კადრები | VIDEO საფეხბურთო კლუბ “სანტოსის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მეფეს 3 იანვარს დაკრძალავენ. 2 იანვარს პელეს საავადმყოფოდან სანტოსის სტადიონზე გადაასვენებენ, სადაც მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი […]
ნეიმარს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება | სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო
ბრაზილიური საინვესტიციო ფირმა DIS ნეიმარისა და “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის სანდრო როსელის დასჯას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის გარდა, საქმეში ფიგურირებენ ნეიმარის მშობლები, ხოსეპ მარია ბართომეუ, ბრაზილიური კლუბი “სანტოსი” და გუნდის ყოფილი პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი. DIS ბრალდებულებს ორ საკითხში ადანაშაულებს. პირველი – სავარაუდო კორუფცია კერძო პირებს შორის და მეორე – თაღლითობა, […]
გუგასთან | Live.ge ინტერვიუების ახალ სერიას იწყებს
სპორტზე საათობით საუბარი მოსაწყენი არასდროსაა – აქტიური ქომაგები ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ამ იდეაზე დაყრდნობით, Live.ge-იმ ინტერვიუების ახალი სერია დაიწყო, რომლის ავტორი და წამყვანი გუგა როგავა იქნება. სტუმართან ერთად, წამყვანი სპორტზე და მასთან ახლოს მყოფ საკითხებზე ისაუბრებს. თქვენ მოისმენთ ორ მხარეს შორის განხილვებს, მათ შეხედულებებს, სპორტულ კამათს, მივიწყებულ ისტორიებსა და მაქსიმალურად ღია, გახსნილ კომუნიკაციას. სტუმრები არ […]
ვინ არის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელი ბომბარდირი?
ორშაბათს საღამოს ნეიმარმა კიდევ ერთი სანაკრებო გოლი მიითვალა. ბრაზილიამ იაპონია ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა და ერთადერთი გოლის ავტორი “პარიზ სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი ნეიმარი იყო. ბრაზილიელმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, რომელიც მისთვის 74-ე სანაკრებო გოლი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმარი კლასიკური თავდამსხმელი არაა, ეს შედეგი შთამბეჭდავია. მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გადაასწრებს ნეიმარი პელეს და როდის გახდება ყველაზე […]
სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს
ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარგენილ იქნა კანონ-პროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვარის 25 წლამდე გაზრდას. აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და პარლამენტი მიმდინარე კვირაში აპირებს მის დამტკიცებას. ზემოხსენებული საკანონმდებლო […]
როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი
სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე თუ როგორ მუშაობს და რა შემოსავლებს ღებულობს ონლაინ სათამაშო სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, სექტორის გადაწყვეტილებით გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. არის თუ არა ონლაინ სათამაშო ბიზნესი შემოსავლებით პირველ ადგილზე? არა, ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ არის შემოსავალით პირველ ადგილზე და არც ათეულშია. 2020 […]
რომელი გრანდის ვარსკვლავებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული?
29 ნოემბერს, თბილისის დროით 21:50 საათზე, ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. რობერტ ლევანდოვსკი და ლეო მესი ფავორიტთა შორის არიან და უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებთ. თანამედროვე ფეხბურთის გულშემატკივრები ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ არაერთი გამორჩეული მომენტის მომსწრე გახადეს – პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამართული დებატები ხშირად უშედეგოდ სრულდება. გულშემატკივართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, […]